for.ge
„ცუდ მძღოლებს“ სავალდებულო დაზღვევას ძვირს დაუფასებენ
ავტომობილების სავალდებულო დაზღევასთან დაკაშირებით ყოველდღე ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება. ხარვეზებზე სპეციალისტები უკვე საუბრობენ. შესაძლოა, ერთი მხრივ საჭირო პროექტმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს.საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისათვის 2019 წლის 1-ლი ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის. კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობას ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით.