for.ge
ბესელიას და ფოფხაძეს პარტიიდან რიცხავენ – რა გზას აირჩევს გოგიჩაიშვილი?
ახლა ყველაფერი დასწრებაზეა დამოკიდებული. გარიცხავენ, თუ თავად მიიღებენ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას. „ქართული ოცნების“ პოლიტისაბჭოს განცხადების შემდეგ, სადაც აღნიშნულია, რომ მათი მიზანია, დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული „ურჩი“ სასამართლო კორპუსი, აქტუალური გახდა ინფორმაცია გედევან ფოფხაძისა და ეკა ბესელიას უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ.უკვე ცნობილია, რომ უმრავლესობის დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.