for.ge
„რუსეთი ცდილობს, მეორე ორბიტა შექმნას მართლმადიდებლურ სამყაროში და გაიყოლოს მასზე ჩამოკიდებული ეკლესიები“
„უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხმა საქართველოს ეკლესიის სინოდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. უკრაინის ავტოკეფალიის მომხრეები არიან ქორეპისკოპოსი იაკობი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავრეპისკოპოსი ზენონი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი და სხვები. უფრო მეტიც, ზოგიერთმა სასულიერო პირმა გადალახა რუსეთისგან შექმნილი სახიფათო ზონა და ტელეეთერიდან მიულოცა კიდეც უკრიანელებს ავტოკეფალია“.