for.ge
საქართველოს დღეები რომიდან პალერმომდე
რომის მუსიკალურ ცენტრ “აუდიტორიუმში“, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის – გია ყანჩელის საავტორო კონცერტი გაიმართა. კონცერტი იტალიაში საქართველოს დღეების ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ კონცერტზე შესრულდა კომპოზიტორის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები, მათ შორის სპეციალურად კინოსთვის დაწერილი კომპოზიციები.