for.ge
იუსტიციის მინისტრი თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო სამიტს ესწრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტამბულში ბუდაპეშტის პროცესის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციას ესწრება. სამიტი „აბრეშუმის გზის პარტნიორობა მიგრაციისთვის" თურქეთის მთავრობის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით იმართება. მას 50-მდე სახელმწიფოს მინისტრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.