for.ge
შინაგან საქმეთა მინისტრმა ინტერპოლის სათავო ოფისში შეხვედრები გამართა
საფრანგეთში, ქალაქ ლიონში, ინტერპოლის სათავო ოფისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრები გამართა ინტერპოლის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან. დაისახა მთელი რიგი მიმართულებებით თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები, დაიგეგმა ერთობლივი მოსამზადებელი კურსები ანტიტერორისტულ და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.