for.ge
ქრის სქუაირი - Yes-ის რუხი კარდინალი
პირველი დიდი ალბომი Yes -მა 1971 წელს სახელწოდებით The Yes Album გამოსცა. აქ სადებიუტო ალბომებისაგან განსხვავებით, თითოეული მუსიკოსის წარმოჩენასთან ერთად, მუსიკოსები უკვე ერთობლიობაშიც უნიკალურ ანსამბლს ჰქმნიდნენ, რისი ნათელი მაგალითიცაა ენერგიული გამხსნელი - Yours Is No Disgrace, რომელიც ჯგუფის ხუთივე წევრის შექმნილია. ალბომის ნამდვილ შედევრებად კი გვერდების დამაბოლოვებელი Starship Trooper და Perpetual Change იქცნენ, რომელთა თემების განვითარებაშიც უდიდესი როლი ეკუთვის ჯგუფის ლიდერ და სულისჩამდგმელ ქრის სქუ