for.ge
მრავალნაცნობიანი ნაცმო(უ)ძრ(ა)ობა
მიხეილ სააკაშვილი თავდაუზოგავად ცდილობს დაარღვიოს ის ლამის ტრადიცია, როცა მისი ყოველი თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე მას გაცილებით ნაკლებ დივიდენდებს აძლევს, ვიდრე დანაკარგებს! მერაბიშვილის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად არის იძულებით ნაბიჯი და მიხეილ სააკაშვილი ამას არაფრით დაუშვებდა 2011 წლის სექტემბრის ბოლოს, როცა ძალიან კარგად ჰქონდა წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით ლამის გარანტირებული მარადიული პრემიერობა.