4motivi.com
გამარჯობა, მამა! გამარჯობა, შვილო!
ეს უწყინარი, ჩვეულებრივი ფრაზა სინამდვილეში დიდი ენერგეტიკის მატარებელი სიტყვებია, რომელთაც ჩვენს ყოველდღიურობაში იშვიათად თუ გაიგონებთ. იმ ორიოდე ნაცნობის პოვნაც გაგიჭირდებათ, რომელთა ცხოვრებაში მამაშვილური საუბრები სასიამოვნო აუცილებლობად დამკვიდრებულა. ახალს არაფერს ვიტყვი, თუ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მამათა და შვილთა შორის ბრძოლა, რომელიც, ძირითადად, იდეურ ხასიათს ატარებს, კვლავაც აქტუალურია და კაცობრიობის ზრდა-განვითარებასთან ერთად იცვლება და ”ვითარდება”. უამრავი→