4motivi.com
ბლეზ პასკალი: გაცნობიერებული უმეცრება
ადამიანთა უმრავლესობა მართებულად მსჯელობს საგნებსა და მოვლენებზე, ეს მათი უმეცრების – ადამიანის ყველაზე მართებული ბუნების შედეგია. ყოველგვარ ცოდნას ორი უკიდურესი წერტილი აქვს, რომლებიც ერთმანეთს თანხვდება. ერთია სრული და ბუნებრივი უმეცრება, ადამიანის დაბადაბიდანვე თანდაყოლილი თვისება. მეორე უკიდურესობას კი აღწევენ მხოლოდ სულით დიადნი, რომლებმაც შეიცნეს ყველაფერი, რისი შეცნობაც ადამიანის გონებას შეუძლია, მერეღა მიხვდნენ, რომ არაფერიც არ იციან→