gabo.ge
საოჯახო ჯობია | GABO.GE
ჩემი მეგობრები ინტერნატში გაიზარდნენ, ე.წ დიდი ზომის ინსტიტუციებში. საზოგადოებისგან განცალკევებულ გულაგებში. სადაც პატიმრების მსგავსად მათ ყოველდღიურობას რეჟიმი მართავს. დანაშაული განსხვავებულობაა, სასჯელი წართმეული თავისუფლება. ყოველდღიურობა: 9 საათზე გაღვიძება, დილით ფაფა, ეზოში სეირნობა, ტელევიზორის ყურება დიდ საერთო ოთახში და ძილი. კიდევ, კიდევ არაფერი.