sweet.ge
როგორ დავაპატარავოთ მარტივად ბევრი ფოტო ერთდროულად? (Windows OS)
ალბათ ბევრჯერ გადაგიღიათ საინტერესო ექსკურსია ან წვეულება და სახლში მოსულს ფოტოაპარატიდან გადმოყრილი სურათების დაპატარავება და ბლოგზე/facebook-ზე ატვირთვა ძალიან დაგზარებიათ. გთავაზობთ ფოტოების მასობრივი დაპატარავების ერთ მეთოდს რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ პროგრამა Microsoft Office Picture Manager, რომელიც თითქმის ყველა Office-ს მოყვება. მაშასადამე, ფოტოების დასაპატარავებლად ვიქცევით ასე: 1. ყველა ფოტოს აკოპირებთ ცალკე ფოლდერში. 2.…