sweet.ge
გადავწყვიტე აღარასოდეს ვიმოგზაურო
There is no place like home. გადავწყვიტე აღარასოდეს ვიმოგზაურო. ამიერიდან ყოველ ახალ ქალაქს საკუთარი სახლივით შევიყვარებ და იქ ისე დავფუძნდები, თითქოს აღარსად მაქვს წასასვლელი, იქამდე მაინც, სანამ ახალ ქალაქში მომიწევს გადანაცვლება. ყოველ ახალ ქალაქში მოვაშენებ სახლს, და დავრგავ ხეს, და გავაკეთებ ცოტა სიკეთეს. ყოველ ახალ ქალაქში ზუსტად ისე, როგორც მშობლიურში, ძილისწინ წიგნებს წავიკითხავ, ზოზინა საუზმეებს…