sweet.ge
რას ვჭამ?
- "რას ჭამ?" - ეს იყო ყველაზე მწვავე შეკითხვა, რაც დედამ დამისვა პირველივე სკაიპ-კონფერენციისას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე სპეციალური პოსტი (და შეიძლება პოსტების სერიაც კი) მიმეძღვნა ჭამა-სმის თემისთვის. სტუდენტურ სახლში ყველა დერეფანს საკუთარი კომუნალური სამზარეულო აქვს. ამ სამზარეულოში ორი გაზქურა, სამი მაცივარი და 16 კარადაა. საყიდლებზე კვირაში ერთხელ მივდივარ და ამას დიდ შოპინგს ვეძახი. დიდი შოპინგის ფარგლებში მთელი კვირის პროდუქტებს…