sweet.ge
15 პუნქტი – სანამ სამსახურს შეიცვლი
ალბათ ბევრი თქვენგანის ცხოვრებაში ყოფილა ისეთი მომენტი, როცა ახალ სამსახურს გთავაზობენ, ან უბრალოდ ძველი გბეზრდება და ახლის ძებნას იწყებ. ძირითად შემთხვევებში ძებნის პროცესი უსისტემოდ მიმდინარეობს. ხანდახან იმას ვჯერდებით, რასაც პირველივე ჯერზე შემოგვთავაზებენ, ან იმას, სადაც უკეთესი ხელფასი გველის. ზოგჯერ უბრალოდ არ ვიცით, რა გვინდა ახალი სამსახურისგან, რადგან ისიც კი არ გვაქვს გაანალიზებული, თუ რატომ არ მოგვწონს ძველი. ხანდახან გასაუბრებებზე გვავიწყდება სამუშაო ადგილის ყველა ის ასპექტი, რაც განაპირობებს კომფორტის…