smartbox.ge
Opel-მა თავის ახალ ქროსოვერს Crossland X უწოდა - SmartBox
Opel-ის სამოდელო გამაში, წარმატებულ Mokka X-ს მალე გვერდში ახალი ქროსოვერი ამოუდგება, რომელსაც გერმანულმა კომპანიამ Crossland X უწოდა. ახალ ავტომობილზე ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი. Opel-ი გვპირდება, რომ მას მომავალ წელს გამოუშვებს. Mokka X-ის მსგავსად, ახალი ავტომობილიც სპორტული ხასიათით და ფართო ინტერიერით გამორჩეული იქნება. Mokka-ს წარმოება 2012 წელს დაიწყო და მას შემდეგ, ის 600 000 ცალი გაიყიდა. …