old.fortunaplus.ge
,,სამეფო კარის თამაშების” დაწყების თვე დასახელდა | Fortuna Plus
,,ყოველი ბრძოლა, ყოველი ღალატი, ყოველი რისკი, ყოველი ჩხუბი, ყოველი მსხვერპლი, ყოველი სიკვდილი, ყველაფერი #ტახტისთვის'', – სწორედ ასე აღწერს ,,სამეფო კარის თამაშები'' ქსელში გამოქვეყნებულ ფინალური სეზონის თიზერს. ვიდეოში, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განვლილი ეპიზოდების ყველაზე ამაღელვებელი კადრებია გამოყენებული. აღწერიდან ასევე ირკვევა, რომ HBO-ს საკულტო სერიალის მე–8 სეზონი, რომელიც ყველაზე მოკლე იქნება Game of Thrones–ის ისტორიაში, 2019 წლის აპრილში დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ სატელევიზიო შოუს დასკვნით ნაწილში 6 სერიას ვიხილავთ. https://www.youtube.com/watch?v=0MGnIUn30FU