old.fortunaplus.ge
,,ნეტფლიქსი” მუსიკალურ კუნკურსს იწყებს – Chance the Rapper, ქარდი ბი და T.I. დამწყებ ჰიპ–ჰოპ არტისტებს ეძებენ | Fortuna Plus
,,ნეტფლიქსმა'' ახალი მუსიკალური კონკურსი Rhythm + Flow დააანონსა. სატელევიზიო შოუ, რომელიც სტარტს 2019 წლის შემოდგომაზე აიღებს, დამწყებ ჰიპ–ჰოპ არტისტებს წარმატებისკენ მიმავალ გზას გაუკვალავს. აღსანიშნავია, რომ პროექტის შემქმნელებმა მენტორებად ისეთი შემსრულებლები აირჩიეს, როგორებიც: Chance the Rapper, ქარდი ბი და T.I. არიან. ამერიკელი რეპერები მომავალი ვარსკვლავების აღმოსაჩენად ატლანტაში, ჩიკაგოსა და ნიუ–იორკში ჩავლენ, სადაც უახლოეს პერიოდში შესარჩევი ტურები გაიმართება. საინტერესოა ისიც, რომ ახალი ჰიპ–ჰოპ კონკურსის ერთ–ერთი პროდიუსერი, ,,ოსკაროსანი'' მუსიკოსი, ჯონ ლეჯენდი იქნება. View this post on Instagram Are you the next King or Queen of Hip-Hop? Cardi B, Chance the Rapper, and T.I. are looking for some 🔥🔥🔥! Rhythm + Flow, a Netflix original hip-hop competition executive produced by John Legend, coming soon- only on Netflix. A post shared by Rhythm + Flow (@rhythmandflownetflix) on Nov 13, 2018 at 11:11am PST