fortunaplus.ge
თეთრი ფერის Nokia X6 გაყიდვაში გამოვიდა | Fortuna Plus
აპრილში, როდესაც HMD Global-მა სმარტფონი Nokia X6 წარმოადგინა, კომპანიამ განაცხადა, რომ მოწყობილობა სამ ფერში იქნებოდა ხელმისაწვდომი - მუქი ლურჯი, შავი და თეთრი. ამ უკანასკნელი ფერის სმარტფონი გაყიდვაში 11 ივლისიდან გამოდის. დევაისი 64 გიგაბაიტიან ფლეშ-მეხსიერებით არის ხელმისაწვდომი და 257 დოლარი ღირს. რაც შეეხება საერთო მახასიათებლებს, Nokia X6 აღჭურვილია 5,8 დიუიმიანი IPS LCD დისპლეით, Snapdragon 636-ის ჩიპით, ორმაგი ძირითადი კამერითა და 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერით.