fortunaplus.ge
რიზ უიზერსპუნი ტელეწამყვანი გახდება | Fortuna Plus
მსახიობი რიზ უიზერსპუნი ძალებს ტელევიზიაში ცდის. ტელეარხზე AT&T ის საკუთარი სახელობის შოუს გაუძღვება. გადაცემის „Shine on With Reese“ ფარგლებში, უიზერსპუნი ცნობილი ვარსკვლავებისგან აიღებს ინტერვიუს. შოუ ყოველკვირეული იქნება. უკვე დაგეგმილია მასში მომღერლების, დოლი პარტონისა და პინკის, საკონდიტრო კომპანია „Sprinkles“-ის დამაარსებლის, კეისი მასგრეივზის, ასევე პოეტ კლეო უეიდისა და აქტივისტ გლენონ დოილის სტუმრობა. გადაცემა ქალების პრობლემებსა და ინტერესებს მიეძღვნება.