fortunaplus.ge
Puma-ს ახალ კამპანიაში სელენა გომესი იდეალურ სხეულს უკეთებს დემონსტრირებას (ფოტო) | Fortuna Plus
ამ დღეებში, 25 წლის სელენა გომესი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის: მიზეზად მისი ყოფილი ბოიფრენდის, ჯასტინ ბიბერისა და მოდელ ჰეილი ბოლდუინის ნიშნობა სახელდება. თუმცა, ეს ფაქტი მომღერალმა საკმაოდ ღირსეულად მიიღო და დაამტკიცა, რომ ბიბერის მიმართ გრძნობა არ გააჩნია. გომესი სპორტული ბრენდ Puma-ს რეკლამაში გამოჩნდა, რომლის სახეც ის წლების მანძილზე არის. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, მომღერალი ბრენდის სამოსსა და ფეხსაცმელში პოზირებს და საკუთარი სხეულის უპირატესობას უსვამს ხაზს: გომესს შესაშური პრესი და ფორმები აქვს.