fortunaplus.ge
პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა უმცროსი ვაჟი მონათლეს (ფოტო) | Fortuna Plus
პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა უმცროსი ვაჟი, პრინცი ლუი არტურ ჩარლზი მონათლეს. ცერემონია სენტ-ჯეიმსის სასახლეში გაიმართა და ის კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა, ჯასტინ უემბლიმ ჩაატარა. პატარა უფლისწული მდინარე იორდანეს წყალში მოინათლა. Members of the Royal Family arrive at St James's Palace for the christening of Prince Louis. pic.twitter.com/3pDk4D898C — Kensington Palace (@KensingtonRoyal) July 9, 2018 ცერემონიას, რა თქმა უნდა, 4 წლის პრინცი ჯორჯი და 3 წლის პრინცესა შარლოტაც ესწრებოდნენ. გადატვირთული გრაფიკის გამო, საღამოზე დასწრება ვერ შეძლო დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ. კეიტმა, ისევე, როგორც წინა ორი ნათლობის დროს, ამჯერადაც უპირატესობა Alexander McQueen-ის თეთრ კაბა მიანიჭა. კემბრიჯის ჰერცოგინია ბედნიერებისგან ბრწყინავდა. აღსანიშნავია, რომ ამავე მოდის სახლს ეკუთვნოდა უფროსი პრინცისა და პრინცესას ჩაცმულობაც. საეკლესიო მსახურების შემდეგ სადღესასწაულო ვახშამი გაიმართა. მთავარი კერძის რანგში კი კეიტისა და უილიამის საქორწინო ტორტის ნარჩენი იყო წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ამავე