fortunaplus.ge
“მესენჯერში” გაგზავნილი მესიჯების “უკან დაბრუნებას” შეძლებთ | Fortuna Plus
ფეისბუქის “მესენჯერს” ახალი ფუნქცია ემატება, რომლის წყალობითაც თქვენ მიერ გაგზავნილი წერილების “უკან დაბრუნებას” შეძლებთ. არსებული ინფორმაციით, მესიჯების “უკან დასაბრუნებლად” მხოლოდ 10 წუთი გექნებათ. ფუნქციის დამატება დაანონსებულია iPhone-ების ოპერატიულ სისტემა iOS-ზე, ფეისბუკის დამხმარე აპლიკაცია “მესენჯერის” მომავალ აფდეითში. გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქციის დამატებაზე საუბარი აპრილში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა აღიარა, რომ კომპანია მარკ ცუკერბერგის პირად მიმოწერებს შლიდა.