fortunaplus.ge
კრის ჰემსვორტი „იქს ადამიანები 4“-ის გადასაღებ მოედანზე (ფოტო) | Fortuna Plus
ქსელში ფილმის „იქს ადამიანები 4“ პირველი ფოტოები გამოჩნდა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი კრის ჰემსვორტი ჩანს. ადრე ცნობილი გახდა, რომ ფილმში ასევე ტესა ტომპსონი, ლიამ ნისონი და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. ვის როლს ასრულებენ ისინი, უცნობია. მკაცრად არის გასაიდუმლოებული ფილმის სიუჟეტიც, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მოქმედება ამერიკაში განვითარდება.