fortunaplus.ge
კიმ კარდაშიანია ბრჭყვიალა ფოტოსესია: ახალი კადრები | Fortuna Plus
ორი კვირის წინ, კიმ კარდაშიანმა მონაწილეობა მიიღო პროვოკაციულ ფოტოსესიაში, რომელიც მისი კოსმეტიკური ბრენდის ახალი ნაწარმის გამოსვლას მიეძღვნა. მაშინ ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ საკმაოდ თამამი ფოტო გააზიარა. ამჯერად კი, ქსელში სწორედ აღნიშნული ფოტოსესიის გადაღების ამსახველი ფოტოები გავრცელდა. მათზე 37 წლის მისის უესტი მთლიანად შიშველი პოზირებს, ტანზე კი ბრჭყვიალები აყრია. ფოტოებიდან ჩანს, რომ მსგავსი ტიპის კადრის დაჭერა საკმაოდ რთულია და ის ერთდროულად რამდენიმე ადამიანის დახმარების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია.