fortunaplus.ge
„ჯონ უიკის“ მესამე ნაწილის სახელწოდება ცნობილია | Fortuna Plus
კიანუ რივზმა „ჯონ უიკის“ მესამე ნაწილის სახელწოდება დაასახელა. მსახიობის თქმით, ფილმს „ჯონ უიკი: პარაბელუმი“ ერქმევა. „ეს სახელწოდება დაახლოებით ასე იშიფრება: „მოემზადე ომისთვის“, - განაცხადა რივზმა. პროექტი პირველი ორი ნაწილისგან განსხვავებული იქნება, მასში მონაწილეობას ჰოლი ბერიც მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ფილმის მიხედვით, ჯონ უიკი ამჟამად გაქცევაში იმყოფება, რადგან მან დაარღვია კორპორაციის მთავარი წესი - არ ჩაედინა მკვლელობა „კონტინენტალის“ ტერიტორიაზე. მისი მკვლელობისთვის კი ჯილდო 14 მილიონი დოლარი დაწესდა. „ჯონ უიკი 3“ დიდ ეკრანებზე 2019 წლის მაისში გამოვა.