fortunaplus.ge
ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესიკა ბილი უიმბლდონზე სერენა უილიამსს ემოციურად გულშემატკივრობდნენ | Fortuna Plus
უიმბლდონის ტურნირი გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ამ დღეებში ნახევარფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. კორტზე ერთმანეთს კამილა ჯორჯი და სერენა უილიამსი დაუპირისპირდნენ, გამარჯვება სწორედ ამ უკანასკნელს ხვდა წილად. სერენას გულმხურვალე მხარდამჭერებს შორის ჯასტინ ტიმბერლეიკი და მისი მეუღლე, ჯესიკა ბილი აღმოჩნდნენ, რომლებიც მაყურებლებს შორის ისხდნენ და მის თითოეულ მოძრაობას ემოციურად ხვდებოდნენ. ჯესიკა ამ მხრივ თავის შეკავებას ცდილობდა, ჯასტინი კი ნერვიულობას უფრო მეტად გამოხატავდა.