fortunaplus.ge
ილონ მასკი შემთხვევით სექს-წვეულებაზე მოხვდა | Fortuna Plus
ილონ მასკის ცხოვრებაში ბევრი შემთხვევითობაა: ცოტა ხნის წინ უნებლიედ დაშვებული შეცდომის წყალობით, მან საკუთარი პირადი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა, ამ დღეებში კი აღიარა, რომ ერთხელ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა სექს-წვეულებაზე, თუმცა სინამდვილეში საკუთარ კორპორატიულ საღამოზე მიდიოდა. „წვეულებიდან ღამის პირველის ნახევარზე წამოვედი. ორგია მაშინ დაიწყო, როდესაც მოსაწყენი ხალხი წავიდა. მართლა არ ვიცოდი, რომ ეს სექს-წვეულება იყო. უბრალოდ რაღაც მომენტში ყველაფერი უინტერესოდ მომეჩვენა და სახლში წავედი“. აღსანიშნავია, რომ მასკის ცხოვრების ეს ეპიზოდი ემილი ჩანგის წიგნში „ბროტოპია“ შევა. ავტორი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ წვეულებაზე ბევრი ნარკოტიკი იყო.