fortunaplus.ge
დემი ლოვატო ,,ინსტაგრამზე” დაბრუნდა (ფოტო) | Fortuna Plus
რამდენიმე საათის წინ, დემი ლოვატომ 90 დღიანი დუმილი პირველად დაარღვია. ახალგაზრდა შემსრულებელი სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ამერიკელმა მომღერალმა ,,ინსტაგრამზე'' ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის ხმის მიცემის პროცესშია გადაღებული. "მიხარია, რომ ხმის მიცემის დროს სახლში ვიმყოფები. ერთი ხმა ბევრ რამეს ცვლის, ამიტომ გამოდი და მსოფლიოს შენი ხმა გააგონე'', - დაწერა 26 წლის ვარსკვლავმა, რითაც 70,514,600 ,,ფოლოუერს'' ამერიკის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. View this post on Instagram I am so grateful to be home in time to vote! One vote can make a difference, so make sure your voice is heard!🗳 🇺🇸 now go out and #VOTE!!!! A post shared by Demi Lovato (@ddlovato) on Nov 6, 2018 at 12:33pm PST შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს, ლოვატო, ნარკოტიკული ზედოზირებით საავადმყოფოში მოხვდა, რომლის დატოვების შემდეგ, მკურნალობა სარეაბილიტაციო ცენტრში განაგრძო.