fortunaplus.ge
ბლეიკ ლაივლიმ მშობიარობის შემდეგ დაკლებულ 27 კილოგრამზე ისაუბრა | Fortuna Plus
ბლეიკ ლაივლი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია. მსახიობს ხშირად აუღნიშნავს, რომ ასეთი ვიზუალის შედეგი არა კარგი გენები, არამედ დაუღალავი შრომაა. მიუხედავად ამისა, ბლეიკმა, ისევე, როგორც ქალების უმეტესობა, ორსულობის დროს რამდენიმე კილოგრამი მოიმატა, რომელთა დაკლებაზეც მან ცოტა ხნის წინ ისაუბრა. „აღმოჩნდა, რომ ზედმეტ 27 კილოსთან გამომშვიდობება, მარტო „ინსტაგრამის“ სქროლვითა და საკუთარი თავისადმი დასმული კითხვით: „რატომ არ ვხდები?“ არ ხდება. 14 თვის განმავლობაში ვარჯიშით დავემშვიდობე ზედმეტ წონას და ძალიან ვამაყობ ამით“, - დაწერა მსახიობმა. შეგახსენებთ, რომ ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი ორ ქალიშვილს ზრდიან.