fortunaplus.ge
ბიბი რექსას სიგიჟე და ჰელსის აწყვეტა MTV Europe Music Awards-ის სცენაზე | Fortuna Plus
ბიბი რექსა და ჰელსი MTV Europe Music Awards სტუმრობდნენ. ამერიკელი ვარსკვლავები, რომლებიც თანამედროვე მუსიკალურ სამყაროს კიდევ უფრო აქტიურად შეუერთდნენ, Bizkaia Arena-ზე ცალკე პერფორმანსით წარდგნენ. აღსანიშნავია, რომ მომღერლებს თავი არ დაუზოგავთ იმისთვის, რომ წლევანდელი დაჯილდოების ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებში მოხვედრილიყვნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ ეს შეძლეს, რადგან ორივე სცენაზე შთამბეჭდავი შოუთი გამოვიდა. ბიბი სცენაზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაგიჟდა. წითელ კოსტიუმში გამოწყობილმა რექსამ სიმღერა I'm a Mess ცოცხლად შეასრულა და ათობით მოცეკვავესთან ერთად ეპიკური ქორეოგრაფია შემოგვთავაზა. View this post on Instagram @beberexha took on the #MTVEMA stage with a 💯 dancers in this emotionally epic performance!! ❤️ A post shared by MTV EMA (@mtvema) on Nov 4, 2018 at 5:17pm PST ემოციური იყო ჰელსის გამოსვლა. 24 წლის შემსრულებელმა Without Me შუშის საკანში, ჯაჭვით დაბმულმა შეასრულა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ მუსიკოსს წყლის