fortunaplus.ge
2018 წლისთვის Huawei 200 მილიონი სმარტფონის გაყიდვას გეგმავს | Fortuna Plus
Samsung-სა და Apple-ის შემდეგ, დღესდღეობით Huawei სმარტფონების მწარმოებელი მესამე ყველაზე პოპულარული ბრენდია. 2017 წელს, ჩინურმა კომპანიამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 153 მილიონი სმარტფონის გაყიდვა მოახერხა. ამ დღეებში, Honor Play-სადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, Huawei-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიის მიზანი, 2018 წლისთვის 200 მილიონიანი ზღვარის გადალახვაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ჩანაფიქრი განხორციელდება, ბრენდის გაყიდვები 30%-ით გაიზრდება. მიზანი კი საკმაოდ რეალურია, რადგან Huawei-მ თავისი მობილური ბიზნესი 7 წელიწადში 51-ჯერ გაზარდა. ცნობისთვის, 2017 წელს, მცირე დროით რეიტინგში მან უკან Apple-იც კი მოიტოვა, თუმცა ამ უკანასკნელმა ახალი iPhone-ების გამოშვების შემდეგ კუთვნილი მეორე ადგილი დაიბრუნა.