bolnisi.ge
კომპანია RMG ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონის“ გენერალური სპონსორი იქნება
2018 წელს კომპანია RMG ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონის“ გენერალური სპონსორი იქნება. განახლებულ სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი მხარეებმა დღეს RMG-ს სათაო ოფისში მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბს RMG გაზრდილი სასპონსორო თანხით უზრუნველყოფს და მის განვითარებაზე იზრუნებს.