4motivi.com
წიგნი მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა სიცოცხლეს გვაზიარებს - ჰერმან ჰესე კითხვის შესახებ
ადამიანთა უმრავლესობამ კითხვა არ იცის, უფრო მეტს კი ბოლომდე ვერ გაუგია, რატომ კითხულობს. ზოგიერთები თვლიან, რომ კითხვა, ძირითადად, მძიმე, მაგრამ აუცილებელი რამაა “განათლებისთვის”, და ნებისმიერი საკითხავი მათ, დიდი-დიდი, “გაანათლებს”. სხვებისთვის კითხვა მსუბუქი სიამოვნებაა, დროის მოკვლის საშუალება, და მათთვის, სინამდვილეში, სულ ერთია, რას წაიკითხავენ, ოღონდ კი არ მოიწყინონ. ასე, ბ-ნი მიულერი გოეთეს “ეგმონტს” ან მარკგრაფინის ქალის,→