4motivi.com
წერილი დედას
გახსოვს? – შენი კომოდის ზედა უჯრაში, ტყავშემოკრული, ფრანგული კინოს ვარსკვლავების ფოტოებით გამოჭედილი ორი ალბომი იდო – ერთი შინდისფერი, ოდნავ შელახული, ამოცვენილი გვერდებით, მეორე – მოვერცხლისფრო, რომელშიც მხოლოდ ნარჩევი ფოტოები გქონდა ჩაკრული. იშვიათად ფერად, მეტწილად კი შავ-თეთრ ფურცლებზე დატყვევებულნი იყვნენ მაგარზე მაგარი ტიპები – ჟან გაბენი, რობერ ოსეინი, მილენ დემონჟო, ჟან მარე, ჟან-პოლ ბელმონდო, მიშელ მერსიე.→