4motivi.com
ჩანახატი,რომელიც უხდება ზამთარს ...
დაღამემდე ჯერ ადრეა.ახლა არ ვიცი რა უნდა დავწერო.ღამის სიჩუმეში უფრო გამომდის წერა. დღეს ცივა ჩემს ტყეში. საკუთარი ხელით მოვიტანე შეშა მხრებით. დათოვლილ გზებზე წვალებით ვიარე.ჩიტებს ვეძებდი მაგრამ ვერ ვიპოვე ბეღურები. ალბათ ძინავთ.ზამთარი ძალიან ლამაზია ჩემს ტყეში მაგრამ დღეს ცივი ქარიც ქრის. შეშა ეზოში დავაწყვე. დავიბერტყე მხრებიდან თოვლი.დავანთე ბუხარი და სითბო დატრიალდა გარშემო.გავთბი.ძველი ლითონის ჩაიდანი შემოვდგი ცეცხლზე→