4motivi.com
ერთ პატარა სოფელში (საშობაო ამბავი)
პატარა სოფელში შობის დღესასწაული ახლოვდებოდა. ნეტავი გენახათ რა სიხარულს ჰქონდა ადგილი! საშობაო სამზადისი ყველაფერს აცოცხლებდა. იქ მცხოვრებნი სახლებს შიგნიდან და გარედან საოცრად რთავდნენ, ერთმანეთსაც კი ეჯიბრებოდნენ ხოლმე მორთვა-მოკაზმვაში. საკმაოდ შეძლებული სოფელი ითქმოდა, ჩვენს პაწაწკინტელა სოფელზე. ერთადერთი, მინავლებული და მიფერმკრთალებული – ეს იყო ობოლი ბიჭის სახლი, რომელიც სოფლის ბოლოს იდგა. მხოლოდ ის ეგებებოდა შობის დღესასწაულს უქეიფოდ→