4motivi.com
დროის ჩანახატი
დაბადებიდან სახელი პირისახეა. შენაპირები იწყებს განვითარებას, მხოლოდ ბინდბუნდი აქა-იქ ფერები ციალში… შემოფეთებიც თითო ნიავის მოქროლვა, სახეზე… ჯერ სხეულს შეიფერებ მერე დანაწევრებით, ნელ, ნელასულში ჩაიწვდენ… მერე… ფიქრებით ირღვევ გონებას, ჯერ კიდევ მცირე მოგონებებს უთმობ ამ მცირედ ადგილს. უფრო დაკვირვებით ცხოვრების თითოეულ ბწკართან, მეტსაც შეიძენ. ბოლოს გაიგებ ღმერთიც არსებობს… მერე… ნელ-ნელა კითხვებიც იბადება. ბუნდოვანს თვითონვე მისცემ ელფერს.→