4motivi.com
გოდერძი ჩოხელი: უმძრახის წყალი
– წინავ, შვილო, დიდ ხუთშაბათ დღეს, უმძრახის წყალი უნდა მოგვეტანა. ოჯახის რომელიმე წევრი დილით ადგებოდა, სახლში არავის ხმას არ გასცემდა, წყაროზე წავიდოდა და მანამ იქიდან სახლში წყალს არ მოიტანდა, არც გზაზე და არც წყაროზე, არავის დაელაპარაკებოდა. აეგე უმძრახად უქცევდნენ ერთმანეთს გვერდს სოფლიდან წყაროსკენ და წყაროდან სოფლისკენ მიმავალი ხალხი ერთურთს. მაშინ ჯეელი ვიყავ და ე ჩემი→