4motivi.com
ალბერ კამიუ: სიცოცხლის სიყვარული
პალმაში, ღამით, ცხოვრება ბაზრის უკან, კაფე-შანტანების უბანში გადაედინება: ჩაბნელებული, მდუმარე ქუჩები, კაფეების დარაბებიან კართა მიღმა კი სინათლე და მუსიკა. თითქმის მთელი ღამე გავატარე ერთ ასეთ კაფეში. დაბალჭერიანი პატარა დარბაზი, ოთხკუთხედი. მწვანედ შეღებილი, ვარდის კონებით მორთული. ხით გაწყობილ ჭერზე ციცქნა წითელი ნათურები. საოცარია, როგორ ეტეოდა ამ პატარა სივრცეში ორკესტრი, ფერად-ფერადი ბოთლებით სავსე ბარი და მუშტრები, ერთმანეთს→