beard.ge
#20 კომპლექტი: Proraso საპარსი საშუალებები მეტალის კოლოფის შეფუთვაში - Beard.ge
იმ მამაკაცის გაოცება წვერის საპარსი და შესწორების საშუალებებით, ვისაც ამ მხრივ დიდხნიანი სტაჟი აქვს საკმაოდ რთულია, რადგანაც მას აუცილებლად გამოცდილი აქვს საკუთარ თავზე უამრავი ტიპისა თუ ბრენდის პროდუქტი, ზოგი "არაუშავს რა" ზოგიც კარგი ან/და ძალიან კარგიც, მაგრამ ... ("მაგრამდე" წინადადებას შეიძლება აზრიც კი დაეკარგოს, ვინაიდან როგორც წესი ამ სიტყვის შემდეგ იწყება ხოლმე მთავარი სათქმელი) Proraso 1908 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია როდესაც ლეგენდარული და მსოფლიო მასშტაბით #1 საპარსი საშუალებების კომპანია საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და რითიც შემდეგ უკვე მსოფლიოს წამყვან სადალაქოებს ამარაგებს და ქმნის პარსვის ახალ კულტურას, დიახ ეს სწორედ ის ხარისხია რაც საქართველოში აქამდე ძალიან ცოტას თუ გამოუცდია და პროდუქციის პირველივე კანთან შეხებისთანავე პირდაპირი მნიშვნელობით ბრენდთან შეყვარებას განიცდის მომხმარებელი უმაღლესი ხარისხისხისგან, პარსვის მაღალი ეფექტურობით, დარბილებული კანისა თუ გამარტივებული პარსვის რიტუალისგან მიღებული გამოცდილებისგან. საპარსი საშუალებების სასაჩუქრე ნაკრები პრორაზოს მწვანე ხაზიდან (გამაგრილებელი ეფექტით) + მეტალის სასაჩუქრე კოლოფი. კომპლექტი გათვლილია დაახლოებით ერთი წლის მოხმარებისთვის. სასაჩუქრე კომპლექტი შედგება 3 დიდი ზომის პროდუქტისგან: პარსვამდე გამოსაყენებლი კრემი 100 მლ. - ამზადებს კანს იდეალური პარსვისთვის, არბილებს კანს და ასწორებს წვერს საპარსი კრემი 150 მლ. (უნივერსალური / ნებისმიერი ტიპის კანისთვის / გამაგრილებელი სურნელით) პარსვის შემდგომი ბალზამი 100 მლ (მგრძნობიარე კანისთვის) - კანის დამამშვიდებელი, აქრობს შეწითლებას და ხდის ფაფუკს, არ იწვევს წვას