beard.ge
Merkur Solingen საპარსი პირი - კლასიკური პარსვა & შესწორება
ხარისხიან კლასიკურ საპარსებს, ისევე როგორც უსაფრთხო სამართებლებს, სჭირდებათ არანაკლებ ხარისიხანი საპარსი პირები, რაც რეალურად ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ახლა კი Beard.ge გაღიმებული და ამაყი მზერით წარმოგიდგენთ უმაღლესი ხარისხის საპარს პირებს. Merkur Solingen მსოფლიო მასშტაბით სამართებლებისა და კლასიკური საპარსების სახელგანთქმული ბრენდია, მარტივად რომ ვთქვათ ერთ-ერთი ყველაზე ბასრი და საშიში გერმანული კომპანიაა. :) Merkur რეალურად Dovo-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის არსებობიდან და ფოლადის ღმერთების ქალაქშია შექმნილი (ქალაქი ზოლინგენი, გერმანია). წარმოებული ქ. ზოლინგენში, გერმანია 1 ცალი პირი დაახლოებით საკმარია 10-12 იდეალურად პარსვისთვის. წვერის ფორმის შესწორების შემთხვევაში კი რა თქმა უნდა გაცილებით დიდი ხნის განმავლობაში მოიხმართ.