beard.ge
#9 კომპლექტი: წვერის ბალზამი + წვერის ჯაგრისი + შამპუნი წვერისთვის და თმისთვის - Beard.ge
#9 კომპლექტი იდეალური საჩუქარია მათთვის ვისაც აქვს საშუალო ან გრძელი წვერი (ან აპირებს რომ ჰქონდეს), რადგანაც ბალზამის მეშვეობით გარდა მომენტალური დარბილებისა, წვერი მცირედ ფიქსაცის მიიღებს გამაჯანსაღებელ ეფექტებთან ერთად, ჯაგრისით კი შესაშურ ვარცხნას და გალღვობილი ბალზამის იდეალურ გადანაწილებას, ხოლო არგანის ნატურალური შამპუნით კი ჰიგიენასა და დამატებით გამაჯანსაღებელ ეფექტს. 🎁 რა შედის სასაჩუქრე კომპლექტში? წვერის ბალზამი ტყის სურნელით 30 გრ., იდეალური პროდუქტია საშუალო ან გრძელი წვერის მქონე მამაკაცისთვის, რათა მიიღოს წვერის მომენტალური დარბილება და მცირედი ფიქსაცია ერთიანი ვიზუალისთვის (დაახლოებით 3-4 თვის საკმარი მოცულობა). წვერის, თმის და სახის არგანის შამპუნი Tobacco & Patchouli (100 მლ.), რომელიც გამოირჩევა დამარბილებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტებით, გამოიყენება ნებისმიერი ტიპის წვერზე და თმაზე. ხელმისაწვდომია 2 სხვადასხვა სურნელით, როგორც ოდნავ მოტკბო პარფიუმის Tobacco & Patchouli-ს, ასევე შედარებით უფრო გრილი, წყალმცენარეებისა და არგანის მიქსით შექმნილი სურნელი Blue 100 მლ. (გთხოვთ, ანგარიშსწორების გვერდზე, შენიშვნების გრაფაში მიუთითეთ რომელი სურნელით გსურთ შამპუნი) წვერის ჯაგრისი ის საოცარი პროდუქტია რომელიც მის მფლობელს ნამდვილად თავს შეაყვარებს. ჯაგრისით იდეალურად ხდება წვერის ვარცხნა და ზეთის გადანაწილება + სახის/წვერის დამასაჟება :) კომპლექტში შესაძლებელია 2 ჯაგრისიდან ერთ-ერთის შერჩევა: წვერის ჯაგრისი გარეული ტახის ჯაგარი + მუხა (მეტალის კოლოფით), ნატურალური ფერის მუხით ან მუქი ფერის მუხით (გთხოვთ, ანგარიშსწორების გვერდზე შენიშვნების გრაფაში მიუთითეთ თუ რომელი ჯაგრისი გსურთ მოთავსდეს შეფუთვაში). სასაჩუქრე ნაკრებში დამატებით უფასოდ შედის: სტიკერები - წვერთან კავშირში მყოფი, მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისთვის მისალოცი ბარათი თქვენი სასურველი ტექსტით (მხოლოდ ონლაინ შეძენისას) - შეკვეთის გაფორმებისას ანგარიშსწორების გვერდზე, მიუთითეთ მისალოცი ბარათის ტექსტი და ჩვენ მას მოვათავსებთ სასაჩუქრე შეფუთვაში. 😍 👉 ჩვენი მისამართების სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს