ხელოვნება

flickr

n a m e l e s s n e s s par Sergey Neamoscou
Via Flickr :
3 5 m m Pentax SP 1000 INSTAGRAM

ობმოდებული დერეფნები ვერ იტევენ ნოტებს, შენი ხელებივით დაძარღვულთ.
მუსიკა გერწყმის და უსასრულობის მორევში თავდავიწყებით იძირები.

###

გოგოების დიდი ყურადღების მიუხედავად სერიოზულად არასდროს არავინ მომწონებია, ალბათ ზუსტად იმიტომ რომ დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. შეიძლება დამპალი ვიყავი , მაგრამ არც ისე, პატარებთან და უკვე გულნატკენებთან ურთიერთობას არ ვაბამდი. მიყვარდა როცა გოგოები გაბრწყინებული თვალებით მიყურებდნენ, რატომღაც ყოველთვის ეგონათ რომ თვითონ მკერავდნენ. ხო ზოგადად ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭება მიყვარს. მიყვარს გოგოებს სახეზე თითებით რომ ვეხები და ათრთოლებულები და გულაჩქარებულები მიყურებენ, პირველად რომ კოცნი, მაშინაც ხომ ბედნიერები არიან და ეს ბედნიერება მეც მახარებს ხოლმე, არასდროს ვარ ზედმეტად ყურადღებიანი ან გულმავიწყი, ოქროს შუალედი და ყველა გოგო შენია. არაფერია იმაზე მაგარი მომენტი გოგოს პირველად რომ ნახავ შიშველს, თან ეშინია და მაინც უნდათ შენთან, იმას საიდუმლოდ დავტოვებ როგორ ვახერხებ და ყველასთან მშვიდობიანად ვამთავრებ ურთიერთობას. ჩემთვის გოგოებზე მაგარი კაიფი არაფერია, მხოლოდ სექსს ან კოცნას არ ვგულისხნობ, მათი შეგრძნებები, მიმიკები, ჟესტები და მათი გრძნობები შენს მიმართ ყველაზე მაგარია. მე არასდროს მყვარებია ვინმე, ბევრს მივუზიდივარ თავისი სხეულით, ხმით, სილამაზით ან საუბრის მანერით , მაგრამ ისე არავის მასთან ერთად გაღვიძებას რომ სიამოვნება მოეტანა. ამიტომ გოგოები მხოლოდ შუაღამემდე. ღამე უკვე ჩემი დროადროა, რომელიც მარტომ უნდა გავატარო ჩემი ბნელი ოთახის თბილ სინათლეში , დაბალ ხმაზე ჩართულ დინამიკებთან ან ძველი კომედით განათებულ კედელზე, ჩემი შრომით მხოლოდ პროექტორი და დინამიკები მაქვს ნაყიდი, ისინი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებენ.. ხო ხანდახან ეროტიკასაც ვუყურებ , მაგრამ დიდი ეკრანზე მოძრავი შიშველი სხეულები ჩემთვის ხელოვნება უფროა ვიდრე გარყვნილება.
მაგრამ იყო ესეთი მომენტიც გოგოები საერთოდ რომ აღარ მაინტერესებდა, ეროტიულ სცენებს ისევ სიამობნებით ვუყურებდი, მაგრამ ისეთი დამოკიდებულება აღარ მქონდა გოგოებთან, მხოლოდ მაშინ ძმაკაცებთან ერთად რომ დავლევდი და მხოლოდ ერთი ღამით ვინმე ბინძურ გოგოსთან დავწვებოდი, ხო ბინძური , იმიტომ რომ არცერთი გოგო, რომელთანაც მე ვყოფილვარ და ვყვარებივარ, მთვრალ, ნახევრად უგონო მდგომარეუბაში მყოფ უცნობთან არ დაწვებოდა.
როცა ჩემმა ცხოვრებამ უაზრობის პიკს მიაღწია შევამჩნიე ერთი გოგო რომელიც ხშირად ჩემს დანახვაზე წითლდებოდა და თვალს ყოველთვის მარიდებდა, რატომღაც მისი შებმა მომინდა, მაგრამ არანაირად არ მიზიდავდა, თუმცა ვიცოდი რომ პირიქით ხდებოდა. ერთხელ როცა უბრალოდ გვერდზე ჩამიარა გავაჩერე, თმა საფეთქელიდან გადავუწიე და ვუთხარი რომ ასე უფრო უხდებოდა, ხმა არ გაუცია , თავი დახარა და წავიდა, ყოველთვის როცა ახლოს ჩამივლიდა მის გულისცემას ვგრძნობდი, გახშირებული სუნთქვა მესმოდა. ლამაზი იყო , მაგრამ სხვანაირი, ერთი შეხედვით არც ეშხიანი იყო, არც სექსუალური, სხვანაირი იყო, თუმცა ლამაზი. თითქოს მეც ვერ ვბედავდი მიახლოებას, მაგრამ ვგრძნობდი რომ ჩემი დანახვა სიამოვნებდა და ეს მეც მსიამოვნებდა.
სკამზე ვიჯექი პარკში როცა გაყინული ცხვირით, გრძელი კაპიშონიანი ქურთუკითა და უზარმაზარი ბათინკებით, უზარმაზარი ზურგჩანთითა და თვალებდახრილი მოდიოდა, ხშირად შემიმჩნევია თითებზე როგორ თამაშობდა .
-დაჯდები ჩემთან? - ოდნავ თავი დააქნია და გვერდით მომიჯდა.
-ცივა
-მე რომ აქ ვარ მაინც?
-შენ მათბობ?
-მეგონა
-იცი ჰო?
-რას გულისხმობ?
-რომ მიყვარხარ
-ვგრძნობდი
-რაღაცნაირი ხარ
-როგორი?
-სხვანაირი
-შენც
-წავალ მე
-ანუ ვერ გაგათბე. გინდა მიგაცილებ
-არა იყოს, არ მინდა ისევ ჩემს აჩქარებულ გულისცემაზე გეცინებოდეს
-შენც გცოდნია
-რა თქმა უნდა
გაიღიმა და წავიდა. სახლში ავედი, სიმღერა ჩავრთე და დავწექი, ტანსაცმლიანს ჩამეძინა. ამ გოგოსთან დიალოგი ჩემთვის ყველაზე უაზრო იყო, მაგრამ განსხვავებული და ეს მომწონდა. ორი დღე არ მინახავს, მესამე დღეს საღამოს კომპიუტერთან დავჯექი და იმ გოგოს საპოვნელად ყველა შესაძლო ნაცნობის აქაუნთები გადავქექე , ბოლოს ვიპოვე მისიც და მივწერე “ჩემთან მოხვალ? ”
უკარება გოგოს პასუხს ველოდი, რადგან უკვე თორმეტი იყო დაწყებული.
-მისამართს მეტყვი?
მისამართი მივწერე და სადარბაზოსთან დაველოდე, მალე მოვიდა, ისეთი როგორიც ყოველთვის იყო, არანაირი მაკიაჟი და სექსუალური ტანსაცმელი. იმ დღეს მარტო ვიყავი სახლში. ჩემს ოთახში შევიყვანე. ბავშვობიდან არ მიყვარს მაღალზე ძილი, ამიტომ ჩემი საწოლი მაქსიმუმ 15 სანტიმეტრზეა იატაკიდან. შემოვიდა , ჩანთა და ქურთუკი ძირს დადო, როგორც ბევრი რამე იდო ჩემს ოთახში. და საწოლზე ჩამოჯდა
-შეიძლება ხო?
-კი, რამე სასმელს მოგიტან გინდა? ყავას, ჩაის , წვენს ან კოქტეილს გაგიკეთებ
- როგორც შენ გინდა
-კაი დამელოდე მაშინ , ახლავე მოვალ
სამზარეულოში კოქტეილი გავაკეთე, იმიტომ არა რომ დამთვრალიყო და ამით მესარგებლა , არასდროს ვყოფილვარ გოგოსთან ასეთი დაძაბული და თან ასე მშვიდად.
ოთახში რომ შევედი ჩემი ფირები იყო ჩართული, მუსიკის ხმაში თავიდან ვერ შევამჩნიე , მაგრამ რომ შევედი დავინახე . ალბათ ერთადერთი ვარ ვინც ოთახში ტოვებს ეროტიული ფილმების დისკებს, როცა გოგო ამოყავს თავისთან, მაგრამ გოგომ გამაოცა.
გაეცინა- თუ გინდა ვუყუროთ
-წივილ-კივილს არ დაიწყებ და არ გაიქცევი?
-არა რატო, მეც ვუყურებ ხოლმე
-მე მამშვიდებ ხო ალბათ?
-არა, ვუყუროთ
ვიდეო დაიწყო , ჩვენ ვუყურებდით და თან კოქტეილს ვსვამდით, ხანდახან მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა და სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა ტანში.
-კაი თუ არ გინდა გამოვრთოთ, ჩემ გამო ნუ უყურებ
-შენ თუ თავს ცუდად გრძნობ გამორთე, მაგრამ მე არ ვწუხდები
-იცი მე ფილმის გარეშეც, ახლა შენ რომ გიყურებ იგივე რეაქცია მაქ
-დამიმტკიცებ?
მე გამოვრთე ფირი, ოთახში მხოლოდ დაბალი მოწითალო ფერის ნათურები ანათებდა , მან ზედა გაიხადა და ზედა საცვალში ის ყველაზე სექსუალური იყო, ასეთ სილამაზეს მართლა დამალვა უნდა, შემდეგ მე გავიხადე მაისური და მგონი ჩემს მკერდის პირსინგზე გაეცინა , რომელიც ნიძლავში წავაგე . შარვალი თვითონ გამხადა და მორცხვად მიყურებდა თვალებში ქვევიდან ზევით, ნელა დავიხარე და ვაკოცე ათრთოლებულ ტუჩებზე, ის არ მახსოვს როგორ გავიხადეთ დანარჩენი . ჰო მისთვის პირველი იყო, ისეთი ხორკლიანი კანი ქონდა და ისეთი ნაზი ტუჩები , მხურვალე იყო, მის შეხებაზე თითქოს ჩემში სითბო იღვრებოდა და არა მარტო მასში ყოფნა , არამედ მასთან შეხებაც მსიამოვნებდა.
ეს იყო ჩემთვის ყველაზე ჩვეულებრივი სექსი, ზედმეტი პოზებისა და უხეშობის გარეშე, მაგრამ ყველაზე განსხვავებული.
ის იყო ერთადერთი გოგო რომელთანაც ეს ჩემს ოთახში გავაკეთე, ჩემს წმინდა ადგილზე .
ის იყო ერთადერთი გოგო ვისთვისაც სახლში წასვლა არ მითხოვია. ერთადერთი ვინც მინდოდა დილით საწოლში დამხვედროდა, მაგრამ არ დამხდა .. ზედმეტი წერილების და ბანალურობის გარეშე.

ახლა არ წვიმს.
თუმცა,რომ წვიმდეს,
რომ წვიმდეს, დაუსრულებლად ვეცეკვებოდი წვიმის წვეთებს და დაღლა მხოლოდ ცისარტყელასთან ერთად მოვიდოდა.